LoginRegistration
bestfun
 


Music Video Codes
| Myspace Layouts

საიტი გადავიდა ამ მისამართზე, შედი, არ ინანებ, ამას მილიონჯერ ჯობია :D

Add to Favorites Send me an e-mail
Interesting websites

Visitors
sopiko553 sopiko553
5 days ago 20.11.2009 03:25:42
selfcreation Женя Бебко
22 days ago 03.11.2009 02:20:25
beqa199288 Beqa
23 days ago 02.11.2009 11:48:23
Calendar
<
November 2009
>
MTWTFSS
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
Subscription
E-mail: 
Vote
როგორ მოგწონთ საიტი?
კარგია
ნორმალურია
ცუდია

Vote results
Top commentators
bestfun lasha lezhava
Comments: 18
lgts LGTS 2006
Comments: 1
Last comments
ფორ+...
1173 days ago 09.09.2006 12:40:17

1226 days ago 18.07.2006 18:29:57

1226 days ago 18.07.2006 18:25:45
>ნავ...
1232 days ago 12.07.2006 12:45:14
Quote: hehe mogesalm...
1243 days ago 01.07.2006 19:07:47
Other sites
fadi FADI Abdel-qader
naghshejahan-tile وحید حبوباتی
tatepexburti ptg tate
cilek777 mislina
ethem ethem demir

ანეგდოტები

0.00 (0)

Create topicCreate topic | To list

Posted byText

bestfun Send a message
lasha lezhava
ანეგდოტები
1281 days ago 24.05.2006 12:02:18 Quote('127362','127362','6','111')">Report spam

aq ari anegdotebi da kargi iqneba tu tqvenc chacert rame kai anegdots...
(aranairi xulignoba)!!!



Comments: 1 Views: 2009

bestfun Send a message
lasha lezhava
image 1281 days ago 24.05.2006 12:02:48 Quote('127362','127362','6','112')">Report spam

- ალო, ქალიშვილო, თქვენი განცხადება წავიკითხე „სიტყვა და საქმე“-ში. თუ შეიძლება პაემანზე რომ მოვიდე?
- კი, ბატონო, შევხვდეთ, მაგრამ როგორ უნდა გიცნოთ?
- მე, ჩემო კარგო, დაბალი ვარ, ღიპიანი, მელოტი, გაუპარსავი, წვირიანი...
- უ, შე სასიკვდილე!.. ვახტანგიე ხარ, ხომ?!

  • * *
გაცნობის ბიუროში:
- ქალბატონო, ქერა მამაკაცი გირჩევნიათ თუ შავგვრემანი?
- არა, მე... მწითური მირჩევნია, ავეჯი მიდგას სახლში წითელი ფერის.
  • * *
ბინის გასაქურდად მისულ ქურდებს კარზე ასეთი წარწერა დახვდათ: „ღრმად პატივცემულო ქურდებო
კარს ღიას ვტოვებ“.
ქურდმაც აიღო და პირდაპირ შეალაჯა ბინაში... ვაიმე!!!.. გამოქანდა ზემოდან ქვიშით სავსე ტომარა პირდაპირ თავში. ატეხა სირენამ კივილი. ჩაირთო სიგნალიზაცია...
ქურდი პოლიციის მანქანაში, ბორკილებდადებული მოვიდა გონზე: “სულ დაკარგა სინდის-ნამუსი ამ ხალხმა, ჩემი დედა ვატირე!..“ ფიქრობს თავისთვის.
  • * *
განცხადება:
დაგეხმარებით თქვენი შვილისათვის მმმაგარი საკაიფო სახელის შერჩევაში.
იკითხეთ ნატუკა.
  • * *
- გოგო, რა მხეცია, გოგო, ეს ჩემი ქმარი! გუშინ მიშიკომ გამომაცილა სამსახურიდან, გოგო და რო ვდგავართ, გოგო, სადარბაზოსთან, არ გამოვარდა ის ცხოველი, გოგოო, და არ ამოარტყა პირდაპირ ყვერებში წიხლი, გოგო, მიშიკოოოს!!! რა მერე, გოგო, კინაღამ მომტეხა თითები მაგ მხეცმა მაგან!!!
  • * *
ავტობუსში:
- თუ შეიძლება ადგილი დამითმეთ, შიდსით ვარ ავად... არა, არა!.. ერთი ადგილი გთხოვეთ, ნუ წუხდებით, მთელი ავტობუსი რად მინდა!..
  • * *
ექიმის კაბინეტში შედის ავადმყოფი. ვიღაც კაცი ეკითხება:
- რა გნებამდათ?
- მუხლებში მამტვრევს, პატივცემულო.
- მაღლა...
- კუჭ-ნაწლავიც არეული მაქვს ამ ბოლო დროს.
- მაღლა, კაცო, მაღლა.
- ნუ, მაღლა... მკერდშიც მიჭერს.
- მაღლა მეთქი რაღა!..
- კიდე მაღლა... ჯირკვლებიც გადიდებული მაქვს.
- შენ, კაცო, ვერ გაიგო? მაღლა, მაღლა!!
- რაღა მაღლა... თმები მცვივა. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს მაღლა.
- კაცო, ექიმი დროებით მაღლა სართულზე ზის! მე კიდე სანტექნიკი არის გამოგზამნილი შესაპაჩინკებლად!..
  • * *
გოგას ბავშვობიდანვე ეშინოდა ნემსის, მაგრამ იმთავითვე დიდი თავგამოდებით მუშაობდა თავის თავზე. მისმა შემართებამ მაინც გამოიღო შედეგი! ახლა ის ერთი დღეც არ ჩერდება ნემსის გარეშე. ----
  • * *
დედა შვილს:
- ნატუკა, სად იყავი წუხელ მთელი ღამე?!
- მიშიკოსთან.
- მერე, მე ხომ აგიკრძალე მასთან ერთად სეირნობა?!!
- ჰოდა, ჩვენც არ ვსეირნობდით...
  • * *
თინუკა წამოწოლილა დივანზე და მიჩერებია ტელევიზორს. გვერდით დედა უწევს და ისიც ინტერესით უყურებს პორნოფილმს. შემოვიდა თინუკას ბებო. მეტად მკაცრი ქალია ბებო, აუყვირდა დედას და გააგდო ოთახიდან. ასეა! დედასთვის ჯერ ასეთი ფილმების ყურება არ შეიძლება, ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლისაა. თინუკასთვის კი შეიძლება. ის ხომ სულ ორი თვისაა...
  • * *
ექიმთან:
- აი, ხომ ხედავ, რომ გეუბნებოდი ერთი სიგარეტის მეტი არ მოსწიო ჭამის შემდეგ-თქო. დამიჯერე და კიდეც მოკეთებულხარ, ჩასუნსულებულხარ, ჩაჟინჟღილებულხარ...
- დღეში თორმეტჯერ მიწევს ჭამა და მოვკეთდებოდი აბა რა...
  • * *
- ექიმო, სარკეში რომ ვიყურები გული მერევა. ნეტა რისი ბრალია?
- მდაა... კარგი მხედველობა გქონიათ, ქალბატონო.
  • * *
დუტა მოდის მანქანით. გააჩერა ინსპექტორმა:
- ორმოცდაათლარიანი შეკითხვა:
ა - თქვენ გადააჭარბეთ სიჩქარეს.
ბ - თქვენ გადაკვეთეთ უწყვეტი ღერძულა ხაზი.
გ - თქვენ გაიარეთ წითელ შუქზე თუ
დ - ცოტა ნაყლაპში ხართ.
- თქვენ გაქვთ სამი დახმარების უფლება:
პირველი - მგზავრების დახმარება (ფულადი, რა თქმა უნდა).
მეორე - 50/50 -ზე (მეორე ორმოცდაათლარიანს დაამატებთ).
მესამე - ზარი ახლობელთან.
  • * *
- კარგია ყველგან, სადაც ჩვენ არა ვართ. თქვენ ამის არა გჯერათ? კი, ბატონო, მაშინ ჩვენ თქვენთან მოვდივაართ.
  • * *
კაცი მივიდა ექიმთან:
- ექიმო, თითი მოვიტეხე!
- გაიხადეთ.
- რა უნდა გავიხადო, ქალო, თითი მაქვს მოტეხილი!..
ამ დროს შირმის უკნიდან ხმა ისმის:
- აზრი არა აქ, ძმაო, ტყუილად ესპორები! აგერ, მე ტელეფონის გასარემონტებლად მოვედი, და...
  • * *
ცოლი:
- მოგეწონა დღევანდელი სადილი?
ქმარი:
- ისევ გინდა ჩხუბი წამოიწყო?!
  • * *
ზღვაში იხრჩობა ქალი:
- მიშველეეთ! ვიხრჩობიი!
მივარდა კაცი საშველად.
- არა, თქვენ არა, მე აი, იმ სიმპატიურ კაცს ვეძახი... -----
  • * *
ზარი ნდობის ტელეფონზე:
- მე ამოვიცანი ცხოვრების არსი!.. ახლა რა ვქნა: თავი ჩამოვიხრჩო, ტყვია დავიხალო შუბლში თუ რა წყალში გადავვარდე...
  • * *
ორნი სხედან უკაცრიელ კუნძულზე:
- ახლა ერთი კაი ქალი რას გაასწორებდა!..
- მაშ, კაცო, კაი ცხელი, ცხელი!..
- ჰო, ჰო... კაი დაბრაწული, კვრიხინა კანით...
  • * *
მომღერლების საუბრიდან:
- დისკი ჩავწერეე, მაგარი გამოვიდა, დაეცემი რომ მოუსმინო.
- მერე, გაყიდე?
- კი, გავყიდე, ყველაფერი გავყიდე, მანქანა გავყიდე, ბინა გავყიდე, აგარაკი გავყიდე...
  • * *
- ახლა ვხვდები რატომაც ვკოჭლობ.
- რატომ?
- ათი თითი მაქვს ორივე ფეხზე.
- ყველას ათი თითი გვაქვს, ძმაო...
- შენ ვერ გამიგე. მე ერთ ფეხზე სამი თითი მაქვს და მეორეზე შვიდი...
  • * *
- ალო, მორგია? ბაბუა დაგვეკარგა, ბაბუა! შემთხვევით თქვენთან ხომ არ მოუყვანიათ?
- რამე განსაკუთრებული ნიშნები ხომ არა აქვს?
- კი, კი!.. მარჯვენა ფეხით მოიკოჭლებს და რომ ანერვიულდება, ენა ებმება და წარბებს ძგიბავს ნამეტანი.
  • * *
- ბაბუაჩემი გმირი იყო. ბელომორკანალი ააშენა, ყამირზეც იყო...
- ბამზეც იყო?
- არა, ბამზე ვერ მოასწრო.
- გარდაიცვალა?
- არა სროკი გაუთავდა.
  • * *
დამკრძალავ ბიუროში:
- კაცურად ერთი კუბო მინდა 4X4-ზე, შავი ფერის, კარით,
კონდიციონერით...
- სიგნალიზაცია რომელი ფირმის დავუყენოთ, უფროსო?
  • * *
მიხო ზის და წერს. შემოვიდა მარო:
- მიხო, რას აკეთებ?
- ახალი ჰიმნი უნდა დავწეროი.
მარომ აიღო და წაიკითხა.
- მეხი კი დაგაყარე, ქა! სუ გინების კორიანტელი დაგიყენებია!! სუ მარტო გინებაი რა ჰიმნია, ჰააა?!! აქა-იქა მაინც გამეგერია, კაცოუ!
- მაიცა, კაცო!.. სუ მარტო გინება რათა სწერია... აგე მაგალითადა, აქა ხო წერია „ქვეყანაი“...-----------
  • * *
ჟორა მოვიდა სახლში გატრეტილი მთვრალი. ცოლი უტრაკებს:
- რა დღეში ხარ, შე სასიკვდილე! როდემდე უნდა იარო ასე გამოლენჩებულმა?!!
- რა გინდა, ჟენია, რას გამიტრაკე საქმე! ამ სახლში მე ვარ უფროსი და როგორც მინდა ისე ვივლი, შე ჩემანალა!!!
ამოუვიდა ყელში ჟენიას და... ტაფა გლიჯა თავში. ჟორამ წამსვე მაგიდის ქვეშ მოადინა ზღართანი. ამ დროს მეზობლის ქალი შემოვიდა ზეთის სათხოვრად.
- უიმე, ჟენია!.. რატო აგდია, ბეჩა, სტოლის ქვეშ ჟორაიე?!
- ოჯახის უფროსი მაგია და საცა უნდა იქანე დეეგდება.
  • * *
პაციენტი ექიმს:
- ექიმო, ნუთუ ასეთი უიმედო მდგომარეობა მაქვს?
- მოიცა, მოიცა! ჩვენ ახლა ასეთი პესიმისტური განწყობა სულ არ გვჭირდება. სჯობს ასე მივუდგეთ საკითხს: მე თუ თქვენ მოგარჩენთ, საქვეყნოდ გავითქვავ სახელს.
  • * *
- რაც წლები მემატება, კბილებსაც უფრო ადვილად ვიხეხავ, თმებსაც უფრო ადვილად ვივარცხნი...
  • * *
რეკლამა:
იკითხეთ აფთიაქებში პრეზერვატივი „სიკო“!
იკითხეთ, იკითხეთ!.. თორემ დგახართ აქ თავჩაღუნული, თვალებით იატაკს მიშტერებიხართ, თითქოს ასპირინის საყიდლად შემოეხეტეთ!
  • * *
რესტორანში: - ოფიციანტ! ხბოს ხორცი მომიმზადეთ. სუკი. მეხუთე და მეექვსე ნეკნებს შორის ამოჭრილი. ბურგუნდიული, წითელი, 1985 წელს ჩამოსხმული ღვინის სოუსით. სალათი არ დაჭრათ, ხელით დაანაკუწეთ. ზეთი აუცილებლად ზეითუნის მოასხით, ესპანური, არარაფინირებული, პირველი გამოწურვა, „ვირხენს“ რომ ეძახიან ესპანეთში.
ოფიციანტმა ჩაიწერა შეკვეთა, შევიდა სამზარეულოში და მზარეულს ეუბნება:
- ლევანა, ერთი ლანგეტი!
  • * *
ფსიქიატრთან:
- ექიმო, მიშველეთ რამე! ჩემი ქმარი გაგიჟდა! გაიძახის კატებს ქოლგები დავურიგოთო.
- ქალბატონო, ამაში რა არის გასაოცარი!.. მთელი კვირაა გადაუღებლად წვიმს...
  • * *
საპარიკმახეროში:
- კაცურად, ერთი საკაიფოდ გამპარსე, თუ ძმა ხარ.
პარიკმახერმა დააფურთხა საქაფავ ჯაგრისს და დაუწყო სახეზე წასმა.
- რას შვები, შენი დედა ვატირე! საკაიფოდ გამპარსე-თქო გთხოვე და ეს არის?!!
- საკაიფოთ რო მთხოვე, ზმაო, მიტომაც დავაფურთხე პამაზოკზე! აბიჩნათ ჩვენ სახეში ვაფურთხებთ და ისე ვპარსამთ, ბემურაზი!..
  • * *
ქალიშვილო, თქვენთვის არავის უთქვამს, რო მერილინ მონროს გავხართ?.. არა ხომ?.. სწორიც უქნიათ, ცავატანემ, გამოხატული არმენ ჯიგარხანიანი ხაართ, რაღა!..
  • * *
ქუჩაში აგებენ ასფალტს. ბრიგადირი უყვირის გამვლელს:
- რას დაეთრევი, შე ჩემისა, ამ ახალდაგებულ ასფალტზე ლასტებით!!!
- ლასტები კი არა, ტამბერლანდები იყო სანამ თქვენი კატოკი გადამივლიდა.
  • * *
- ჩემ ქმარს ისევ ამოუვარდა ყბა მთქნარებისას.
- ასეთს რას უყვებოდი?!
  • * *
- მივალ თუ არა სახლში შუაღამეზე, ჩემი ცოლი მაშინვე საათს უყურებს.
- შენი საქმე უფრო იოლად ყოფილა. ჩემი ცოლი კალენდარს უყურებს ხოლმე.
  • * *
- რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრააათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმოოონ?
- ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბუიშვილი ვიყო.
- რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ!
- რაი, სიმონ და ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავათ მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?!!
  • * *
- ჩემი ცოლი ქართულ ფეხბურთს მადარებს.
- ვაა! რა მაგარია! ისეთივე მოქნილი, შემტევი და ცეცხლოვანი...
- რა ცეცხლოვანი, შე ჩემის ტრულაილა!.. ოცი წელია აღარც მოკვდი და აღარც რჩებიო...

  • * *
- რა თამაში გავმაზეთ, ბუჯო, ალბანეთში!..
- ჰო, როგორ წავაგეთ, აბა?!
- წაგება აფერი! მაი აღარევინს აღარ უკვირს ჩვენი ნაკრებისგან. დასანანი იგია, ასე მაღალი კლასი რო ვაჩვენეთ, ასეთი თავგანწირვით რო ვითამაშეთ, ბოლოსდაბოლოს მთელი ოთხმოცდაათი წუთი გავდიოდით და გამოვდიოდით იმსიგრძე სტადიონზე და მაყურებელმა საცხა აივნებიდან უყურა ასეთ თამაშს.

  • * *
- გაიგე რა, კაცო, მაგარ ქალს გირიგებენ, მაგარს! ქვრივია, ძმაო, მაგარია, რა. უმწიკვლოა თლათ, უმწიკვლო!
- მოიცა, კაცო, ვერაფერი გავიგე! ქვრივიცაა, უმწიკვლოც არის...
- უჰ კაი ერთი! ქვრივი... ეგ იმდენი ხნის წინ იყო, თვითონვე აღარ ახსოვს.

  • * *
- მამი, გახსოომს, რო მეუნებოდი, ას ლარ გაჩუქებ მეოთხე კლასში თუ გადახვალოო?
- მაგაი რა დამავიწყებს, ჯო!
- ჰოოდა, ენდე! ასი ლარიც დაგეზოდებააა...

  • * *
მაღაზიაში:
- ეს სათვალე რა ღირს?
- ესა, ქალბატონო, ოცი ლარი ღიირს.
- ძალიან კარგი.
- ...ჰოო... ეგა აპრავის ფასია... შუშები კიდენა, გერმანული თუ გნებამთ, ოცდახუთი ლარი ღიირს. თუ რუსულები გნებაამთ...
- გასაგებია.
- ... თითოი...

  • * *
მიხომ იპოვნა ბოთლი. გახსნა თუ არა, იქედან ჯინი ამოხტა.
- გისმენთ, ჩემო ბატონო!
- შენა, ჯო, ერთი კაი მერსედესი რო გამიხერხოი შეგიძლიაა? ხოლოთა შავი უნდა იყოი!
- როგორ არ შემიძლია, ჩემო ბატონო, რა ფერიც გნებავთ.
- ვაა! შენ რა მაგარი ყოფილხარ, ჯო, იქნება ერთი სამოთახიანი ბინაცა თბილისშია, ვაკეშია, ჰაა?!
- რატომაც არა, ტო, ბაითსაც გაგიჩალიჩებ.
- ეს კაცი გადამრემს! ახლა რა, კანარის კუნძულებზე რო კაი მაგარი სახლი მოგთხოვო, იმაი შამისრულეებ?!!
- კანეშნა, უფროსო, რა პრობლემაა, ტო!
- მაიცა, მაიცა!.. მინისტრობაც რო გთხოვო...
- კაცო, რო გითხარი შემიძლია-თქო, ესე იგი ჩემს სიტყვაზე ატვეჩაიც ვარ, რა!
- შენა, ჯო, გადამრემ! ე მინისტრობაი რო მეოთხე სურვილია...
- რას გამიტრაკე, ტო! რა მნიშვნელობა აქვს სამ სურვილს მთხოვ თუ სამასს! შენ ფული მოიტა, ჯიგარო და რამდენსაც ისურვებ, იმდენს შეგისრულებ!..

  • * *
- ძვირფასო, შენთვის რაღაც მინდოდა მეთქვა... როგორ გადამავიწყდა... აჰა! ბავშვი მივიყვანე საბავშვო ბაღში... არა, ეს არა... ა, ჰო! პური და მაწონიც ვიყიდე... არა, არა! არც ეს... ვაახ, კაცო... ბავშვი... ნუ, ეს უკვე გითხარი... ხო! ააჰა!.. გამახსენდა! რას გამიმწარე მთელი ცხოვრება, შე უნამუსო, შე გათახსირებულო, შენ!!!...

  • * *
ქალის დღიურიდან:
ხვალის საქმეები:
დილით - ისტერიკა;
საპარიკმახეროში;
საყიდლებზე;
საღამოს - თაკუნასთან საჭორაოდ;
მაკუნასთან გასავლელი;
სახლში მოსვლა;
ისტერიკა;

  • * *
რეკლამა:
ენა გებმებათ? „რ“ ვერ გამოგითქვამთ? იკითხეთ აფთიაქებში ახალი და ძალიან ეფექტური საშუალება
იმუნოცელისტონატრიუმ-ხლოროჰიდროკარბოდონი.

  • * *
ნარკოლოგიურში:
- თახვო, რატომ გაქვს, ჩემი დედა ვატირე, ასეთი ქათქათა კბილები?
- მე თახვი კი არა, ექიმი ფსიქიატრი ვარ.

  • * *
რესტორანში ოფიციანტს:
- ქათამს როგორ ამზადებთ?
- როგორ, ძმაო და დაკვლის წინ მივალთ რამოდენიმე ახლობელი, ჩამოვუჯდებით, ვიბაზრებთ, ანეკდოტებს მოვუყვებით, ხასიათზე მოვიყვანთ და მერე შევაპარებთ ნელ-ნელა, რომ შეემზადოს დასაკლავად.

  • * *
სკოლაში თინა მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს:
- ბავშვებო, გამოსაშვები სურათი გადაიღეთ. ეს ისეთი საინტერესო იქნება როცა გაიზრდებით! დახედავთ რამოდენიმე წლის შემდეგ და გაიხსენებთ: „ეს იკაკოა, ბავშვობაში რა ცელქი იყო, ახლა კი მინისტრია. ეს მიშიკოა, რაც გიჟიც იყო, ის დარჩა...“
- ეს ცხონებული თინა მასწავლებელია... - გააგრძელა ჩამოთვლა მიშიკომ.

  • * *
ორი მოხუცი მეგობარი საუბრობს:
- კაცო, მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ, ვმეგობრობთ, რა აღარ გადაგვხდენია ერთად და ეს ჰომოსექსუალიზმი რაღა უბედურებაა, რომ ვერ გავიგე?
- ხომ არ გვესინჯა?
სინჯეს.
- როგორ არის საქმე, გრიშა?
- მგონი, ჩემო კოლია, ჩვენი მეგობრობა ახლა იწყება.

  • * *
მსახიობი რეჟისორს:
- აქვსენტიჩ, რეკვიზიტორი გააფრთხილე, წყალი არ დამანახოს სცენაზე, ნამდვილი არაყი მომიტანოს თუ ძმა ხარ.
- კი, ბატონო, მე არა ვარ წინააღმდეგი, მხოლოდ ერთი პირობით: ბოლო აქტში რომ საწამლავს სვამ, იმასაც ნამდვილს მოგარმევთ.

  • * *
დგას ინსპექტორი პოსტზე და ბუზებს იგერიებს. ერთი ბუზი ეუბნება:
- არ მომკლა და სამ სურვილს შეგისრულებო.
მოსთხოვა ინსპექტორმა ზღვაზე ანტალიაში დასვენება, ქალები, ბოლოს დაფიქრდა და ეუბნება ბუზს:
- მოდი, ერთიც ისეთი სამუშაო მიშოვე, არაფერს ვაკეთებდე და ფული კი მოდიოდეს ჩეჩქივით.
ჰოდა, შეუსრულა ბუზმა სურვილი: ისევ პოსტზე დგას.

  • * *
ორი გოჭი საუბრობს:
- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
- ეჰ... კოსმონავტი...
- მერე, რას ოხრავ?
- აბა, ტიუბიკში ჩავეტევი მე???

  • * *
ქეშები სხედან ოთახში და კაიფობენ. ისეთი კვამლი დგას, დედა მამას ვერ იცნობს. საათიდან გუგულმა გამოყო თავი. ისეთ კაიფშია, თვალს ვერ ახელს:
- ბიჭებო, რომელი საათია?
- სამი, ტოოო.
- აუ, ბოზიშვილი ვიყო! კინაღამ დავაგვიანე, ჩემი დედა ... გუ-გუ! გუ-გუ! გუ-გუ!

  • * *
მოხუცი დედა ურეკავს შვილს:
- ჩვენს კარადაში ქურდია, წუხელ შემოიპარა სახლში და რაღაც, ხმაურმა შემაწუხა.
- მერე, დილამდე რას უცდიდი, ვერ დამირეკე?
- ამისთვის აღარ გაგაღვიძე. კარადის კარი ჩავჭედე ლურსმნებით, დავწექი და დავიძინე.

  • * *
რჩევა დიასახლისებს:
„თუ ფრანგული დუხი გაგითავდათ, ფლაკონი არ გადააგდოთ. თქვენ ის პოლიკლინიკაში სურნელოვანი ანალიზის ჩასაბარებლად გამოგადგებათ“.

  • * *
გადაცემა „ათასიდან ერთი შანსი“ მიმდინარეობს:
- რომელ გოგონას აირჩევდი?
- შეიძლება ცოლს შევეკითხო?

  • * *
- აკეთეეე რამე, შვილო ბუხოია, დღეს სკოლააში?
- დედა დავხააატე.
- რავა ყ’ველდღე დედაშენს ხატამ, შე უპატრონო, მეტს აფერს გაკეთებიებენ ის ჩემანალაებიიი?!!
- რა ვიიცი! შამევიდა კუკურიე მასტალებელი და გვითხრა რომე
„აპა ბაღნებო! ყველეიმ ხატეთ ახლა თქვენი დედა!..“
  • * *
ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს:
- ვაიმე, ნატუკა, მუშაობას ვიწყებ ჯანმრთელობის სამინისტროში.
- ვაიმე, დავეცი! შენ იქ რა უნდა აკეთო?
- რა და წესრიგი უნდა დავამყარო.
- ვაიმეე! რა მაგარია! რა თანამდებობაზე დაგნიშნეეეს?
- დამლაგებლაად...
  • * *
საავადმყოფოში კომისიას ელიან. არის ერთი ვაი უშველებელი. გარბიან და გამორბიან ექთნები და ექიმები. ექთანმა შეიხედა დისტროფიკების პალატაში. ხედავს, ფანჯრის რაფაზე პიჟამა არის გადაკიდებული. აიღო და საწოლზე დააგდო. მეორედ შეიხედა, პიჟამა ისევ ფანჯრის რაფაზე დევს. ისევ გადმოაგდო საწოლზე. მესამე შემოხედვაზეც რომ ფანჯრის რაფაზე ნახა, გამოაღო ფანჯარა და პირდაპირ ფანჯრიდან გადაუძახა. ერთ-ერთმა დისტროფიკმა ჩაილაპარაკა:
- საწყალი გოგა, რა კარგი ბიჭი იყო, როგორ უყვარდა ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპება და იქედან ცქერა!..
  • * *
- ადამიანის მეგობარი ძაღლი კ’არ უნდა იყოს, კორეელი უნდა იყოს, შე კაცო! არ შემჭამა ამ გასატყავებელმა კინაღამ?
  • * *
- ალო! თბილგაზის საავარიოა? დილას აქეთია, შვილო, გაზქურა ჩართული მაქვს და არ ინთება ეს ოხერი.
- ასანთი თუ გაუკარი, ბებო, ასანთი?
- უიმე, სულ გამოვჩერჩეტდი! ახლავე ავანთებ...
  • * *
სოფლის მჭედელი ეუბნება მოწაფეს:
- ონისევ! ახლა ცეცხლიდან გავარვარებულ ნალს ამოვიღებ და თავს როგორც კი დაგიქნევ, მაშინვე ურო გამოაქანე.
ასე უეცრად გახდა ახალბედა მოწაფე სოფლის მჭედელი.
  • * *
- ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მოკეტე მერქვა.
  • * *
- მაგარი გენიოსი ვარ ძმაო!..
- რა იყო, ონისე, რა გააკეთე ასეთი?!
- „ლეგო“ ვიყიდე მაღაზიაში და ორ თვეში ავაწყვე.
- თუ ძმა ხარ!..
- რა იყო!.. ყუთზე ეწერა სამიდან ხუთ წლამდეო!..
  • * *
ცოლი ეჩიჩინება ქმარს:
- ასე ძვირიან წიგნებს რომ ყიდულობ, კაცო, ნამეტანი პრიალა ფურცლები აქვს და ტუალეტში მოსახმარად ძალიან მოუხერხებელია.
  • * *
სასამართლოში გამოდის მოწმე:
- ბრალდებულმა გამოიტანა ნაჯახი და ჩასცხო თავში დაზარალებულს... არადა, ამ გოთვერანს წინა დღით ვთხოვე ნაჯახი მათხოვეთქო. მიპასუხა არა მაქვსო.
  • * *
- ბაბუ, მაგ ბოთლში გემის მოდელი გინდა ააწყო?
- მოდელი კი არა, შვილო, აღარაფერი აღარ მინდა! ხელი ამომაღებინა ამ ბოთლიდან და...
  • * *
პროქტოლოგის კაბინეტში პაციენტი ათვალიერებს კედლებზე გაკრულ დიპლომებს.
- ვაიმე, ექიმო, ეს რა მაგარია! ეს დიპლომი რაში მოგცეს?
- ეს... საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე ბუასილის გადანერგვაში.
  • * *
ექიმთან მიღებაზე:
- გისმენთ, ჩემო კარგო, რა გაწუხებთ?
- ექიმო, ამ ბოლო დროს შევამჩნიე, თითქოს ყველა იგნორირებას მიკეთებს...
- შემდეგი!..
  • * *
ელექტროსაქონლის მაღაზიაში:
- უთო გაქვთ?
- რომელი ფირმის ან როგორი გნებავთ, ტეფლონის თუ ლითონის, ძლიერი თუ სუსტი, რეგულიატორით თუ ...
- ყველაზე მტკივნეული რომელია?
  • * *
მკერდში მოგიჭირა? სახსრები გტკივა? უძილობამ შეგაწუხა? დაწერე რა, ჩვენება!!!
  • * *
გამომძიებელთან დაკითხვაზე:
- საიდან, შე ახვარო, ეს ამდენი სიმდიდრე! ხალხის ფულით გამდიდრდი, არა?!!
- სად აქ, ბიჭო, ხალხს მაგდენი ფული...
  • * *
ექიმმა შეიხედა პალატაში:
- აბა, ხვალიდან შვებულებაში გავდივარ! ნახვამდის, ნახვამდის! შალიკიე, მშვიდობით, ჩემო კარგო, მშვიდობით!
  • * *
- ჟენია, ლატარიაში ფული მოვიგე. მიდი ახლა, სასწრაფოდ მოაგროვე ტანსაცმელი!
- რომელი, გენაცვალე, ზაფხულის თუ ზამთრის?
- ზაფხულის და ზამთრის არა, დამიწყო ახლა ამან აქ! მოაგროვე ყველაფერი და დაახვიე აქედან!!!
  • * *
პოლიციელები მოდიან ქუჩაში. ხედავენ, ხეზე კაცს თავი ჩამოუხრჩვია.
- ეს გვინდოდა ახლა ჩვენ?!
- მოდი, სხვა რაიონში გადავიტანოთ.
გადაიტანეს და ჩამოკიდეს ხეზე. მოდიან იმ რაიონის პოლიციელები:
- ვაა! ეს ისევ აქ ჰკიდია?!!
  • * *
რა სისულელეა მანქანებს რომ აწერენ „გამრეცხე“. თუ გინდათ მართლა გარეცხონ, დააწერეთ „ძაღლებოო!!!“.
  • * *
ცოლი ეკითხება ქმარს:
- რა ქენი, ჟორაიე, იყავი ექიმთან?
- კი ვიყავი... ოკულისტმა მითხრა, ერთ სამ დღეს გოუძელი რამეფრათო.
- ოკუილისტთან რაი გინდოდა, შე სასიკვტილე, ფეხმტკივან კაცს!..
- ფეხი კი მტკივა, ჩემო ჟენია, მარა, ისთე მტკივა ეს ოხერი, თვალები გადმომცვივა საცა არის.
  • * *
სკოლის ექიმთან მივიდა გოგონა:
- ექიმო, სკოლის გახსენებაზე ამ დილით გული ამერია და ნეტა ფეხმძიმედ ხომ არა ვარ? ისედაც, გუშინ მთელი დღე მიშიკო ისეთი თვალით მიყურებდა...
  • * *
ექიმი სინჯავს ავადმყოფს:
- თავის ტკივილები როდის დაგეწყოთ?
- დაბადებიდან მტკივა, ექიმო.
- მანამდე არ შეგიმჩნევიათ?..
  • * *
ექიმი პაციენტს:
- თქვენი მაქსიმალური წონა რამდენი იყო?
- შარშან ასე, ას კილომდე ვიწონიდი. წელს კი ავედი ასოც კილომდე.
- მდაა... მინიმალური რამდენი იყო?
- სამი კილო და რვაასი გრამი.
  • * *
წარმოგიდგენია? გუშინ მანიაკი დამესხა თავს!
- სექსუალური?!
- ნუ, როგორ გითხრა, არც ისე.
  • * *
ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგთან:
- ექიმო, ანესთეზიას უფასოდ ვერ გამიკეთებთ?
- კი, ჩემო კარგო, უფასოდ დაგაძინებთ, მაგრამ გაღვიძებაში კი უნდა ავიღო ფული.
  • * *
ქუჩაში დაიკარგა გოგონა. დაეძებს მშობლებს ბრბოში და ტირის:
- დედაა! მამაა! დაიკოო!.. ბიძია, სიგარეტს მიმიკიდეთ.
  • * *
ჩვეულებრივი დეზოდორანტი ტანსაცმელზე თეთრ ლაქებს ტოვებს. მხოლოდ ჩვენი დეზოდორანტი ტოვებს ფერად-ფერად ლაქებს.
  • * *
- კაცოუ, გავგიჟდები რაღა! გუშინ მაროი გამიხდა ავადა. დღეს კიდენა ი ჩემანალაი, დედამისი არ მამადგა სახლში, ჩემ შვილ უნდა მოვუაროვო, ჯო!!!
  • * *
პოლიციაში მივიდა მოქალაქე და განაცხადა:
- ან დამაპატიმრეთ, ან სიდედრი შემომაკვდება!
- თუ ძმა ხარ ჩემიც მიაყოლე შენსას და სასჯელს დავაკლებინებ - შეეხვეწა პოლიციის უფროსი.
წავიდა კაცი პროკურორთან:
- თუ არ დამაპატიმრებთ, სიდედრი შემომაკვდება იცოდეთ!!
- ა, ბიჭო, კაცი! ჩემიც გააგორე კაცურად და მინიმალურ სროკს მოვაცემინებ.
ბოლოს და ბოლოს მოკლა ამ კაცმა სამი სიდედრი. საასამართლომ სამი სიდედრის მოკვლისათვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
- ბარემ ჩემიც მიგეყოლებინა, შე დალოცვილო და საერთოდ არაფერს არ მოგისჯიდი - ჩაილაპარაკა მოსამართლემ.
  • * *
- კარგი გამოგონებაა ეს უსაფრთხოების ქამრები. ადრე ინსპექტორი რომ გამაჩერებდა, გამოაღებდა თუ არა კარს, მაშინვე ბუხ... და ძირს ვვარდებოდი. ახლა, როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო, ქამრით ვარ მიბმული სიდენიაზე ვაჟკაცურად...
  • * *
ცუდად თუ ხარ, გაიღიმე. ხვალ უარესად იქნები.
  • * *
- შენ თუ ახლა ვალს არ დამიბრუნებ, წავალ და შენს მევალეებს ვეტყვი, ჟორაიემ ვალი დამიბრუნათქვა!..
  • * *
ტიპი უნდა მიიღონ სამსახურში. დირექტორი გამოდგა მისი მეზობელი.
- ააა! შენ ჩვენს კვარტალში ცხოვრობ, არა? გამიგონია შენს შესახებ, გამიგონია...
- ოხ! მეზობლები რას არ იტყვიან, კაცო!.. მაგას დამტკიცება უნდა, ამირანოვიჩ, დამტკიცება...
  • * *
ზესტაფონელს ეკითხებიან:
- სვამ?
- მაგან არ მომკლააა?!...
  • * *
სამნი საუბრობენ:
- სიდედრს ყავაში ჩავუყრი საწამლავს. დილით რომ გაიღვიძებს, მივართმევ ყავას ლოგინში.
- მე მაგარ მერსედესს ვაჩუქებ ჩემს სიდედრს და მუხრუჭებს მოვუშლი.
- მე ანალგინით მოვკლავ.
- როგორ???
- ვიყიდი ერთ კოლოფ ანალგინს. მივიტან სახლში, დავყრი ტაფაზე და მოვხრაკავ. გამოვა ანალგინის ერთი დიდი აბი. დავდებ მაგიდაზე და სიდედრი რომ შემოვა ოთახში, გაუკვირდება -
- დედა, რამხელა ანალგინი, ბეჩა, პირველად ვხედავ ასე დიდ აბს! მე უკნიდან მივეპარები და თავში ნაჯახს ვგლიჯავ.
  • * *
ჯარში მიიღეს ახალბედა ოფიცერი. გამოეგება ბატალიონის უფროსი.
- ოხ! ჩვენს ახალ მაიორს ვახლავარ! ასე პირდაპირ მაიორობა მოგცეს, კაცო?! ყოჩაღ შენ, ყოჩაღ!! დადექი ერთი კედელთან, ვნახო რა ვაჟკაციც ხარ...
ამის თქმა იყო, გამოუქანა მაიორს დანა და არ მიუჭედა ბერეტი კედელზე?! თავისი ჩუბინობით ნასიამოვნები ბატალიონის უფროსი ეუბნება მაიორს:
- ყოჩაღ შენ, ყოჩაღ! წარბიც არ შეუხრია, კაცო! ეს რა მაგარი ვინმე გამოგვიგზავნეს!.. წადი ახლა შენ საწყობში და მე ბრძანებას გავცემ, ბერეტი გამოგიცვალონ.
- ... ბატონო პოლკოვნიკო, იქნებ შარვალიც გამოაცვლევინოთ...
  • * *
- ახალი - ეს კარგად დავიწყებული ძველია.
- პატარა - ეს კარგად მოკბეჩილი დიდია.
- დიდი - ეს კარგად მოჟოშკილი პატარაა.
- ბავშვი - ეს კარგად ნალოლიავები ჩვილია.
- ახალგაზრდა - ეს კარგად გამუტრუკებული ბავშვია.
- მოხუცი - ეს კარგად ნატანჯი ახალგაზრდაა.
- მკვდარი - ეს კარგად მოკლული ცოცხალია.
- მწვანე - ეს კარგად გალურჯებული ყვითელია.
- შავი - ეს კარგად ჩამუქებული თეთრია.
- თხელი - ეს კარგად გამხდარი სქელია.
- ჩაფსკვნილი - ეს კარგად ნაპატივები გაფიჩინებულია.
- ახლობელი - ეს კარგად დავიწყებული ნათესავია.
- შორებელი - ეს კარგად დავიწყებული ახლობელია.
- ლამაზი - ეს კარგად მოპრანჭული უშნოა.
- ჭუჭყიანი - ეს კარგად დასვრილი სუფთაა.
- ზაფხული - ეს კარგად დამთბარი ზამთარია.
- გაზაფხული - ეს კარგად ამწვანებული შემოდგომაა.
- აყროლებული - ეს კარგად გადამალული ცინცხალია.
- მთვრალი - ეს კარგად ნაქეიფარი ფხიზელია.
- ფხიზელი - ეს კარგად გამოძინებული მთვრალია.
- შენი - ეს კარგად მოპარული სხვისია.
- სასაცილო - ეს კარგად გაუხამსებული სერიოზულია.
- ბასრი - ეს კარგად ალესილი ბლაგვია.
- წვეტიანი - ეს კარგად დაკატავებული აზრია.
- მრგვალი - ეს კარგად შემოჭრილი ოთხკუთხაა.
- შემწვარი - ეს კარგად გაცხელებული უმია.
- სკლეროზი - ეს კარგად დაბერებული ტალანტია.
- მარცხენა - ეს კარგად შებრუნებული მარჯვენაა.
- პოპულარული - ეს კარგად რეკლამირებული უნიჭოა.
- ჩინური - ეს კარგად გაყალბებული იაპონურია.
- ღარიბი - ეს კარგად გაკოტრებული მდიდარია.
- ბედნიერი - ეს კარგად გამაძღარი მშიერია.
  • * *
მიხო ჩამოვიდა თბილისში. მივიდა სასტუმროში ღამის გასათევად. მიეგება ადმინისტრატორი:
- მობრძანდით, პატივცემულო მიხო. ა! ამ ნომერში იცხოვრებთ, ბატონო ჩემო! ეს უბრალო ნომერი არ გეგონოთ. ამ ერთი კვირის წინ თვით ბუშმა გაათია ღამე მაგ ნომერში. თქვენ შეგიძლიათ დაიტრაბახოთ, ბუშის ნაწოლ საწოლში ვიწექიო!!
- შენა ჯო, ახლა იმ გოგოებ დაუძახე, ლოგინი გამააცვლევინე! ბუშის ნაწოლ საწოლში... ეგა მაგან იტრაბახოი მე თუ ჩავწვები მის ნაწოლშია.
  • * *
ლუდი ჩავიდა მუცელში. იქ კი არაყი მოკალათებულა.
ლუდი: ლოთიანად, ცოტა მიჩოჩდი რა.
არაყი: არრა!
ლუდი: მიიწი რა, კაცო!
არაყი: არრრა!!
ლუდი: გამოდი, გარეთ გელაპარაკო!!!
  • * *
შუა ქეიფში ვანო მოუბრუნდა მიხოს:
- შენა ჯო, ამ ბოლო დროსა ხო არ გალოთდი. ი ცხრა ლიტრიან ყანწ რო ცლიდი, შაგატყვეი რაღაც ფინთათ აგიკანკალდა ხელები, აი!
  • * *
- ექიმო, ეს ტრადიციული ნარკოზი რაღა უბედურებაა?!
- შენ ახლა ბევრს ნუ ლაპარაკობ! დაცალე ეგ არაყი, ეგ პივაც მიაყოლე და დაწექი უხმოდ საოპერაციო მაგიდაზე!!
  • * *
ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს საიქიოში:
- ვაა! პრივეტ ძმაკუშ! როგორა ხარ? აქ როგორ მოხვდი?
- როგორ, ძმაო და, მომბეზრდა რა სიცოცხლე. მეც ავიწიე და მეათე სართულიდან გადმოვხტი, რა. შენ როგორღა მოხვდი აქ?
- რავი ძმაო, ერთი მშვენიერი დილაა, გამოსული ვარ უბანშიი, ვაბირჟავეებ, ვარ ჩემთვის ჩაცუცქული ქუჩაშიი, უცებ ზემოდან ბაახ!!! ააა... ეს შენ... ო შე პიდარასტო! არ უნდა გაიხედო სად ხტები, შე ჩემის გადანგრეულო?!!!
  • * *
ნარკომანს: - უკაცრავად, კისერი გაქვთ დასვრილი.
- ჰოო? - და დაიწყო ნელ-ნელა წმენდა. იწმინდავს, იწმინდავს...
- არა თქვენ... მეორე მხრიდან გაქვთ დასვრილი.
- ააა! გასაგებია - ჩაიყო პირში თითები და შიგნიდან დაიწყო წმენდა. იწმინდავს, იწმინდავს...
  • * *
ძვირფასო გოგონებო, კანი გაქვთ გამომშრალი? თმები შეთხელებული და ფიგურაც ვერა გაქვთ ფორმაში, არა?.. მობრძანდით ჩვენთან! .. აქ მაინც საკმაოდ ბნელა და თანაც მაგარი დაბოლილები ვართ...
  • * *
ოსმა მიიღო ბინა. მოვიდნენ ნათესავები მოსალოცად.
- ეს საძინებელია, სენი წილიმე, ეს აბაზანაა, ეს სამზარეულოა, ეს კიდენა... ეს ნამდვილად ვერ გავიგე რა არის - მიადგა გაზქურას ვალოდა - მარა, სენი წილიმე, რო მოვუშვებ ხოლმე, უცებ ხოლმე დამაკაიფებს.
_______ ○○○ _______

საბაჟოზე:
- გახსენით თქვენი ბარგი!
გახსნა. იქ კი ფხვნილი დევს. მებაჟემ გაუსინჯა გემო:
- ვა! ეს ხომ ჰეროინია, ტო!!
- დიახ.
- მერე რატოა ასე ყვითელი?!!
- ბანანისაა...
_______ ○○○ _______

მაღაზიაში:
- ნაზიკო დეიდა, ამიწონე, ჩემი დედა ვატირე, ნახევარი კილო შოკოლადი და ათი გრამი ჰეროინი...
- ეს სულ გამოშტერდა! ვით ვერ დაიხსომე, ბიჭო, შოკოლადი იქეთ სექციაში იყიდება!..
_______ ○○○ _______

მაღაზიაში:
- ჩვენ, პატივცემულო, ძალიან პატიოსანი მოვაჭრეები ვართ. აგერ ა, ამ ძეხვს რა ეტყობა ახლა გარედან, მაგრამ ფასდაკლებით გვაქვს, ხომ ხედავთ. მტვირთავს ჩაუვარდა ძაღლის მძღნერში და ჩვენ რომ არ გვენამუსა და გაგვეიაფებინა, ნახევარი თბილისი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.
_______ ○○○ _______

სექს-შოპში:
- აქ, პატივცემულო, სადომაზოხისტების განყოფილება გვაქვს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ მათრახებისა და ბორკილების ფართო ასორტიმენტი და კიდევ, მთავარი, პატივცემულო, მთავარი! ეს გახლავთ საქართველოს ნაკრებისა თურქეთის ნაკრების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.
_______ ○○○ _______

- ფეხბურთელების პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, წინადადება შემომაქვს, ყველა ფახბურთელს მაისურზე დავაწეროთ თავისი ტელეფონის ნომერი.
_______ ○○○ _______

- ოფიციანტ!!! ჩემს სუპში სასმენი აპარატი აგდია!
- ა! ბატონო!.. რა ბრძანეთ?
_______ ○○○ _______

ვახტანგია დგას სამსახურში, სიგარეტს ეწევა. ხედავს, თანამშრომელი გამორბის კორიდორში. წაავლო ხელი ვახტანგიამ და:
- მოდი, სიმონ, იმფერ ანეკდოტს მოგიყობი, ჩეიჯვამ სიცილისგან.
- ხა! ხა! ხა! - ახარხარდა თანამშრომელი.
- რაია, შე ჩემანალა! ჯერ მოყოლა არ დამიწყია, სიმონ და უკვე იცინიიი?! მაშაყირეებ ჩემი დედა ვატირეეე?!!
- შენ კ’არ გაშაყირებ, სიმონ, პურგენი მაქვენ დალეული და უკვე დეიიწყო მოქმედება. შენ რო ანეკდოტის მოყოლას ჩაამთავრეფ, რაის სიცილის თავი მექნება, ბუჯო, მერე მე!..
_______ ○○○ _______

საოპერაციოში:
- ექიმო, ექიმო! მგონი ავადმყოფი დავკარგეთ!..
- ნუ გეშინიათ... ახლა დვიჟოკს ჩართავენ და ვიპოვით... შორს ვერ წაგვივა. სად წავა ამ სიბნელეში, ნარკოზის ქვეშ... თანაც, მაგის თირკმელი ხელში მიჭირავს...
_______ ○○○ _______

- ვენაცვალე კორეელებს! მაგნები კი იყრიან ჩემი გულის ჯავრს!! არ ამომდღლიზა კანჭი ამ შეჩვენებულმა?! ორმოცი ნემსი გამიკეთეს მაგალითად!!!
_______ ○○○ _______

ინსპექტორმა გააჩერა მძღოლი.
- რა არის, ბიჭო, ასეთი ჭუჭყიანი მართვის მოწმობა, არ გრცხვენია?!
- რა ვიცი, უფროსო, ათასი ოხერი კიდებს ტურტლიან ხელს და...
_______ ○○○ _______

- ალო, პოლიციაა? ტრასაზე მოვდიოდი და ამ... საქონელს დავეჯახე. როგორ მოვიქცე?
- გვერდზე მაინც გადაათრიე.
- ამას კი გადავათრევ, მოტოციკლს რა ვუყო?
_______ ○○○ _______

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ოქმიდან:
გზაჯვარედინზე „ზაპოროჟეცის“ გაღებულმა კარმა გაკაწრა გვერდით მდგარი „მერსედესი“. მომხდარი ავარიის დროს მიღებული ტრამვების გამო „ზაპოროჟეცის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მიხო მოდის ცოლშვილთან ერთად. ღამეა.
- მამი, ჰა მამი! მთვარეი რათაა ასე დიდი?
- რავი, ჯო, რათაა დიდი ე დედაატირებული.
- ე ვარსკვლავები კიდენა, ამთვენი რათ ყრია ცაზედა? თანაც ასეთი წვრილები რათაა?
- ბიჯო! მე რა ჩემი ფეხები ვიცი რათ არიან ასე წვრილები ე ჩემის გადანგრეულები!!!
საუბარში მარო ჩაერია:
- დეეხსენ, შვილო, მამასა! რას შამაუჩნდი, ქა, ამ დაღლილ კაცსა!
- დედაკაცო! ჩემმა შვილმა მე თუ არ მკითხა, მა სხვა რას აუხსნის წესივრათა...
_______ ○○○ _______

- შულო ხაჩიკ! სპიჩკით ნუ თამაშობ, შულო, თორემ აგერ დიდი ხნის წინათ, ამირანი იყო თუ რომელი ერქვა წესივრათ არ მახსომს, იცეცხლავა, იცეცხლავა და მას მერე არწივი ღვიძლი უკორტნამს და უკორტნააამს.
_______ ○○○ _______

- ვაიმე, გოგა, გიყვარვააარ?
- წადი შენი დედაც...
- ვაიმე, რა უხეში ხაარ! წუხელ გავიცანით ერთმანეთი და უკვე „შენ“-ობით მომმართააავ?!.
_______ ○○○ _______

ჟორა ზის და არაყს მიირთმევს.
- მამიკო, შეიძლება ცარიელი ბოთლი ავიღო? ჩავაბარებ და პურს მაინც ვიყიდი.
- ეიღე, შვილო, ეიღე... რა გეშველებათ უჩემოთ! ხო დაწყდებოდით შიმშილით...
_______ ○○○ _______

გოგონა თამაშობს ქვიშაში.
- ბიძია, რომელი საათია?
- გოგონი, როცა რაიმეს იკითხავ, უნდა თქვა „გეთაყვა“...
- ნიჩაბი რომ ჩაგცხო სიფათში?
_______ ○○○ _______

განცხადება:
კბილების ჩამოღება სწრაფად და იაფად.
იკითხეთ ონისე.
_______ ○○○ _______

მოცუნცულებს მელია ტყეში. უცებ, ბუჩქებიდან ესმის:
- ყიყლიყოოო!!!
შევარდა მელა ბუჩქებში. ატყდა გნიასი, ერთი ვაი უშველებელი. ცოტა ხანში გამოიძურწა მელა კუდამოძუებული და გაიქცა. ახლა მგელი გამოვიდა ბუჩქებიდან, რიჟა ბეწვს იბერტყავს და კმაყოფილი სიფათით
- მაგრა ასწორებს რა, უცხო ენების ცოდნა...
_______ ○○○ _______

- გამარჯობათ, მე განცხადების...
- ალო! ალო! ხმამაღლა თქვი, კაცო!!
- განცხადების თაობაზე ვრეკავ!!!
- ბატონო! გისმენთ!! არ მესმის არა!!!
- განცხადების თაობაზე ვრეკავ! განცხადების!!! რით ვერ გაიგონე!!!
- ააა! განცხადების? რომელი განცხადების?!
- სასმენი აპარატის შესახებ!
- რომელი აპარატის?!
- სასმენი! სასმენი აპარატის!!!
- ააა! სასმენი აპარატის? გავყიდე უკვე...
_______ ○○○ _______

ჟორას გამოუტანია ეზოში რეზინის მილი და რეცხავს თავის „ზაპოროჟეცს“. დაინახა მეზობელმა და გადმოსძახა:
- ჟორაიე! მაი ზაპაროჟეცი გინდა მორწყევი ახლა და თუ გინდა შემოუთოხნე, მაინც არ მეიმატებს მეტს.
_______ ○○○ _______

ცოლი ეჩხუბება ქმარს. ქმარი:
- შენ... შენ როგორ მიბედავ! ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე იურიდიული მაქვს დამთავრებული.
- მერე, იქნებ მუშაობა მაინც დაგეწყო!.. აგერ გაზეთში განცხადებაა, სილამაზის სალონს ესაჭიროება პედიკიურისტები.
_______ ○○○ _______

ქმარი შედგა სასწორზე. ცოლმა შეხედა სასწორს და:
- ჰმ! შენი წონის მიხედვით სიმაღლეში ხუთი მეტრი მაინც უნდა იყო...
_______ ○○○ _______

ტიპი დგას სარკის წინ ტრუსების ამარა, კუნთებს ათამაშებს და კმაყოფილი იერით თავისთვის ლაპარაკობს:
- მაგარი ჩმორი ვარ რა! მაგარი ჩმორი!
შემოიხედა ცოლმა:
- შე კრეტინო! რით ვერ დაიხსომე: ჩმორი კი არა მაჩო, მაჩო!
_______ ○○○ _______

- აუ, სიმონ, ამ დილას რა გამისწორდა, სიმონ!
- რა, სიმონ, წამალი დეიადეეე?!
- არა, სიმონ, გამამეღვიძა, ბუჯო, ამ დილას ასე, ორი საათი იქნება, სიმონ, და არ დამდგომია, სიმონ, ნაზიკიე სექსუალურ ბიკინებში ჩაზმანულიიი, სიმოონ, მამცა, სიმონ, თოკის ნაჭრები, სიმონ და მეჩურჩულება რაცხა ასე, ეროტიკულათ, სიმონ. მიმაბიო, ბუჯო, კრაოტზევო, სიმონ! გადევირიე, ბუჯო, კიღამეს.
- მერე, ბუჯო?!!!
- მერე რას ვიზამდი აპა, ბუჯო!!! მივაკოჭე, სიმონ, კრაოტზე და წამევედი, სიმონ. მთელი დღეია ბაღის კიდეზე ვარ ჩემთვინ, სიმონ, ჩამომჯდარი და ვღადაოფ ჩემთვიზა, სიმონ.
_______ ○○○ _______

- მამი, მამი! შეიძლება ინტერნეტში პორნოგრაფიები დავათვალიერო?
- არა, შვილო, შენ ჯერ პატარა ხარ!
- მხოლოდ საბავშვოებს ვუყურებ რა, მამა?
_______ ○○○ _______

სიძე და სიდედრი სადილობენ. უეცრად სიდედრს ლუკმა გადაცდა და იხრჩობა:
- არიქა! რაფო შულო, გავიგუდე!! დაარტყი ხელი!!!
- ვაა! საღოლ, მამანჯან!! მაიტა ხელი!!!
_______ ○○○ _______

მოშეს და მის სიდედრს ისე უყვართ ერთმანეთი... კვირაში ერთხელ აუცილებლად სიდედრი მოდის სტუმრად. მოაქვს თავისი გამოცხობილი ფუნთუშები. მოშეს განსაკუთრებით მოწონს ყაყაჩოიანი ფუნთუშები. დასხდებიან ხოლმე და მოყვებიან ამ მთისას, იმ მთისას. თან ჩაის სვავენ და სიდედრის მორთმეულ ფუნთუშებს შეექცევიან. სიდედრი მწვანე ჩაის მიირთმევს, სიძე - შავს.
სიდედრის წასვლის შემდეგ მოშე თავისი ჩაის ნარჩენს თბილ ადგილას ინახავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ჩაის ნარჩენმა სასიამოვნო მწვანე შეფერილობა მიიღოს, რომელიც ასე რიგად მოწონს მოშეს სიდედრს.
სიდედრი სახლში დაბრუნებისთანავე იწყებს სიძეზე ზრუნვას. გამოყრის ძველი აირწინაღიდან ტარაკანებს, შემდეგ ნახშირის ფხვნილს და სასოებით ინახავს, რომ ერთი კვირის შემდეგ საყვარელ სიძეს ფუნთუშები გამოუცხოს ყაყაჩოთი, რომელიც მოშეს აგრერიგად მოწონს.
  • * *
სარა მოთქვამს:
- მოშეე, შე საცოდავოო! რას ერჩოდი ამ ახალთახალ სკაამს რო გატეხეე! ან ასეთი ძვირფასი აბაჟური რო დაგვილეწეე! გამისკდა გული დაგენაცვლეე! სხვაგან ვერსად მოახერხე თავის ჩამოხრჩობაა?!
  • * *
ლუდის სეზონი დადგა, ხალხო!!! მოეფერეთ ლუდს!.. მაინც, რით სჯობია ლუდი ქალს?
- ლუდით შეგიძლია დატკბე მთელი საღამო, მთელ დღეს, მთელი კვირა და სამსახურში რომ ხარ წასასვლელი, ერთხელაც არ შეგახსენებს.
- ლუდს რჩენა არ ჭირდება.
- ლუდი თუ დაძველდა, გადააგდე და ახალი გახსენი.
- ლუდი არ იეჭვიანებს, თუ მეორე ლუდს აიღებ.
- ლუდს თავი არ სტკივა.
- ლუდი სკანდალს არ მოგიწყობს, თუ უცხო ლუდის სუნითა ხარ გაჟღენთილი.
- ლუდი სიცოცხლეს გიხალისებს.
- ლუდი არ მოითხოვს თანასწორუფლებიანობას.
- ლუდი არ მოგთხოვს ბავშვის გაკეთებას.
- ცივი ლუდი ყოველთვის სასიამოვნოა.
- ლუდს დედა არა ჰყავს.
- ლუდი მორალს არ გვიკითხავს.
- ლუდი ყოველთვის გისმენს და არ გეკამათება.
- ლუდის ეტიკეტი მოდიდან არ გადადის.
- ლუდი არ მოითხოვს ხელის მოწერას.
- თუ ლუდის გამოცვლა გინდა, ამისათვის ალიმენტს არავინ გადაგახდევინებს.
- ლუდს ზედმეტი წონა არა აქვს.
- ლუდს არ ადარდებს ჩქარა ატარებ მანქანას თუ ნელა.
- ლუდი არ იცვლის თავის აზრებს წარამარა.
- ლუდი რაც უფრო მსხვილ და დიდ ბოთლშია, მით უკეთესი.
- ლუდი არასოდეს იგვიანებს.
- ლუდი არასოდეს მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
- ლუდს ფეხბურთის სეზონის დაწყება არ ადარდებს.
- ლუდი არ გაგაკოტრებს.
_______ ○○○ _______

- ჩემ თავს დავენიძლავე, რომ სიგარეტს გადავაგდებ-თქო.
- მერე?
- რა მერე! ერთი ყუთი ლუდი წავაგე!..
_______ ○○○ _______

- აუ! რა სიცივეა, ბუიშვილი ვიყო, გევიყინე კაცი!
- აპა რაი, ამათი დედა ვატირე, ასეთი სიცივე გაგიგიაა?!. პახმელიაზე მაინც არ ვიყო, მოვკვტი კაცი...
- ახლა კაი ცივი პივა რას გაასწორებდა...
_______ ○○○ _______

- ლუდს რომ დავლევ, რატომ მეძინება?
- იმიტომ, რომ მუცელზე კანი გეჭიმება და თვალები თავისთავად გეხუჭება.
_______ ○○○ _______

მელოტი კაცი ზის და კათხით ლუდს მიირთმევს. უცებ, კათხაში რწყილი ჩავარდა.
- დაგიცურდა, ჯიგარო, ფეხი არა?
_______ ○○○ _______

ენაბრგვილი შევიდა ბარში:
- და...დამისხი ე..ერთი კა...კა...კათხა ლუდი.
- რო...რო...რომელი დაგ...დაგისხა?
- პი...პი...პიდდარასტო!..
- მა...მასეთი ლუ...უდი ჯჯჯერ ა..ა...რ მმმ...მმმ...მიიგვიღია.
_______ ○○○ _______

მუცელში დაცურავს საუზმე. ზემოდან ლუდი ესხმება:
- რას ჩამომჯდარხართ აქ და კუსავთ თვალებს! ზემოთ რა მხიარულებაა, გრიალი...
- ავალ აბა, ვნახავ რა ხდება - მიცოცავს საუზმე მაღლა.
_______ ○○○ _______

- წინა კვირას ახალი ლუდი გქონდათ, ტო, ახლა რა დაგემართათ თქვე ჩემისებო!
- ახლაც ის პივაა, გოგაჯან, თავი არ მომიკვდება!..
_______ ○○○ _______

ბარში შევიდა გოგო და პირდაპირ ადმინისტრატორს ეცა:
- რა შემოსასვლელი გაქვთ, ეს რა უბედურებაა! კინაღამ ფეხი მოვიტეხე შემოსვლისაას!!
- მოტეხვის რა მოგახსენოთ და კარგა გვარიანად კი გაღუნულა.
_______ ○○○ _______

- გუშინ დავბრუნდი მივლინებიდან. მივვარდი კარადას, ცარიელია. შევხედე საწოლის ქვეშ, ცარიელია. ვეცი მაცივარს, ცარიელია...
- ცოლმა რაო?!
- სადა მყავს, ბიჭო, ცოლი! გამქურდეს ამათი დედა ვატირე!..
_______ ○○○ _______

- რაია, ბუჯო, ასე დაკუჭული კოსტუმო რო გაცვია?!
- კოსტუმით მეძიინა.
- რეიზა არ გეიხადე, შე ჩემანალა!
- გახთა ვერ მოვასტარი...
_______ ○○○ _______

- ბჯოუ! ე რა მოგსვლია, შვილო, თვალზედა!!!
- რავი, მამი, სამნი დამხვდნენ... შარზე იყვნენ აი.
- უ მაგათი დედა კი ვატირეი მაგათი! წამო, ბიჯო, დავერიოთ ერთი!!! რო ვნახაამთ, შვილო, ხო ამაიცნობ მაგ დედაგათახსირებულებსა?!!
- წავიდნენ ერთი!.. თუ ტრაკი ააქვთ, თავიანთმა მშობლებმა ამაიცნონ...
_______ ○○○ _______

- დათესა პაპამ თალგამი და კანაფი ამოვიდა.
- ზღაპარში რო ეგრე არ არის?!
- ზატო პაპას როგო გაუსწორდა!..
_______ ○○○ _______

მოეჭიდა ბაბუა თალგამს, ბაბუას ბებო მოეჭიდა, ბებოს შვილიშვილი, შვილიშვილს ძაღლი, ძაღლს კატა, კატას თაგვი მოეჭიდა და... თხარა თითები შტეფცელში.
_______ ○○○ _______

შვილი დედას:
- დედა, მე უკვე სრულწლოვანი ვარ. რასაც მინდა, იმას გავაკეთებ! - და შტეფცელში შეყო თითი.
_______ ○○○ _______

თავდაცვის ინსტრუქტორი:
- ყურადღებით! დავუშვათ, მოწინააღმდეგემ ჯერ ყვერებში ჩაგაზილა წიხლი, მერე მუცელში ამოგარტყა, მერე მუშტი გგლიჯა ყბაში, მერე ისევ წიხლი მოგაყოლა თავში... მთავარია, ამ დროს არ დაიბნე!
_______ ○○○ _______

ვამპირი მოდის ნამეტანი უხასიათოდ. ხედავს, მეორე ვამპირი სისხლში მოთხვრილი მოდის:
- ძმაო, ერთი კვირაა წვეთი სისხლი არ ჩამსვლია პირში!.. მითხარი, სად წააწყდი?!
- იმ ჭადრის ხეს ხომ ხედავ?
- კი, როგორ არა!
- ჰოდა, მე ვერ დავინახე...
_______ ○○○ _______

ზოოპარკიდან გაიქცა სპილო. შევიდა მიხას ბოსტანში. გულგახეთქილი მიხა პოლიციაში გაიქცა.
- უფროსო, გავგიჟდები რაღა! აე, ამოტოლა ვირთხა შამამივარდა ბოსტანჩია!! მიადგა კომბოსტოსა და თავი ძირებიანათ თხრის კუდითა!!!
- ამან სუ გარეკა. ბჯოუ! რო გეუნებით ნუ სვამ ამთვენსა, გაიგონე კაცოუ!! ბელა გარიაჩკაა თუ რა ოხრობაა, დაგემართება და მამჭამე მერე ჩემი ფეხებიი. მერე, რას უშვრება ი შენი ვირთხაი იმ კუდით მოთხრილ კომბოსტოსა, თუ საიდუმლო არ არი, ჰა?!
- უფროსო, ახლა შენა ამაი არ მიჯერებ და ი კომბოსტოი რას უშვრება ის რო გითხრა, იმაი დამიჯერეებ?!!
_______ ○○○ _______

- ოფიციანტ, მოდი აქ! რა არის ეს!! ამას ეძახით თქვენ ძროხის ხორცის ბულიონს?!!
- კი, ბატონო, როგორ გეკადრებათ. აგერ, ჩვენმა ძროხამ დაგიმზადათ ბულიონი და თვითონ წავიდა საბალახოდ...
_______ ○○○ _______

- მიხავ, შემოგევლოი მაროი თავი, აბა შეხედე, რამდენი საათია რაც ვსიყვარულოობთ?
- ა დედა მოუა! სამი საათი და ათი წუთია, არ გავჩერებულვართ მაროოუ!! მაგარი რამე კი ყოფილა ე ვიაგრაა თუ რა ჩემი ფეხებია, აი!!!
- კი! კარგი კი ყოფილა, მაგრამა, ათი წუთი გულითვინა... ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა, ქა!!!
_______ ○○○ _______

მიხას შეეძინა ბიჭი. მიმდგარა სამშობიაროს ფანჯარასთან და მაროს ესაუბრება:
- მაროუ, ვის გაამს ეგ მამაძაღლი ეგა, ჰა?
- შენა გგაამს მთვრალსა, მეხი კი დაგაყარეი, რო გამოტყვრები ხოლმე და სუ რო ღრიალებ და ძუძუი დაეძებ!
_______ ○○○ _______

ორი დაქალი ჭორაობს. ერთმა ამოიღო სარკე და...
- ვაიმე! რა ნაცნობი სახეააა!..
- მაჩვენეე... ვაიმე დავეცი! ეს ხომ მე ვარ როგორ ვერ მიცანიი!..
_______ ○○○ _______

პარაშუტისტი ვარდება. არ გაიხსნა ეს ოხერი პარაშუტი!.. ეჩალიჩება საწყალი, თან მოდის შხუილ-შხუილით დაბლა. ამ დროს... ვიღაც კაცი ქვემოდან ზემოთ არ მოფრინავს?!.
- არიქა, თუ ძმა ხარ, აეროდრომი რომელ მხარესაა?!
- არ ვიცი, ძმაო, მე დენთის საწყობიდან მოვფრინავ...
_______ ○○○ _______

ექსტრემალური სპორტის სახეობები:
ფეხბურთი - იასონივით ნახევარი ძალით რომ დაარტყავ და მარტო გამაშები დარჩება მეკარისაგან.
სროლა - ცხრა ტყვია სამიზნეში და მეათე საკონტროლო გასროლა მოწინააღმდეგეს თავში.
ცურვა - შენზე წინ ვინც გაცურავს, აუზში უნდა ჩაახრჩო და თვითონ მშრალი ამოხვიდე წყლიდან.
პარაშუტით ხტომა - მოწინააღმდეგის თოკებს ვინ გადაჭრის პირველი.
სირბილი წინაღობებით - გამორბიხართ მთელი სიჩქარით და შეასკდებით წინაღობებს. ვინ უფრო მეტს დალეწავს.
ჭიდაობა - მოწინააღმდეგე უნდა დაჭმუჭნო, დაგრიხო და ააწყო მისგან რუბიკის კუბიკი. ზემოდან უნდა იყოს ლურჯი, ქვემოდან წითელი, წინიდან თეთრი და უკნიდან მოყვითალო-მოყავისფრო.
სიმაღლეზე ხტომა - ხარიხის მაგიერ გაბმული იქნება ეკლიანი მავთული. დაბლა კი ლეიბების მაგიერ ბოთლის ნამსხვრევები.
სიგრძეზე ხტომა - სამმაგი ნახტომი მძღნერით სავსე ორმოზე.
ფარიკაობა - მოწამლული დაშნებით (ისეც ბევრს ატრაკებენ, მსაჯმა გბერა ვერ შეამჩნიაო).
ტრამპლინიდან ხტომა - კარგა გვარიანად გამობრუჟული უნდა გადმოხტე ტრამპლინიდან, შემოუფრინო მთელ სოფელს და ვის შუშაბანდშიც მაგარ პურისჭამას დაინახავ, პირდაპირ შეფრინდე.
  • * *
ისეთი ამინდები წავიდა, ამინდის პროგნოზს გინებ-გინებით გადმოგვცემენ.
  • * *
ცირკის ვაგონში შევიდა კაცი და კითხულობს:
- ლილიპუტთან მაქვს საქმე, თუ შეიძლება.
- გისმენთ, ბატონო - პასუხობს იქვე, საწოლზე გაშხლართული ორმეტრიანი ახმახი.
- ეს...ეს თქვ...თქვენ ბრძანდებით ლილიპუტი?!?!?! - ძლივს ამოილუღლუღა გაოცებულმა კაცმა.
- რა, გაზმორება არ შეიძლება?!
  • * *
თვითმფრინავის შასი არ გაიხსნა. სტიუარდესა შევიდა სალონში და აცხადებს:
- ქალბატონებო და ბატონებო, ყველა თქვენგანის ფეხებთან არის პაატარა ლუქი. გთხოვთ ყველამ მოაბრუნოთ ორი წითელი სახელური, გახსენით ლუქი და შიგ ფეხები ჩაყავით. ყველამ შევასრულეთ? გმააადლობთ. ახლა კი ყველა ერთად... გავიქცეთ, გავიქცეთ, გავიქცეთ!!!
_______ ○○○ _______

- ალო, ალო! სასწრაფოა?!!
- შეგეშალათ, ბატონო.
- მაპატიეთ, გენაცვალე, დიიდი ბოდიში!
- არა უშავს, ხდება ხოლმე.
- არა, გთხოვთ სწორად გამიგოთ რააა, მე უნებურად მომივიდა... იცით?.. სიდედრი მიკვდება, პირდაპირ დათვლილი აქვს წუთები... მე კი სიჩქარეში ცოტა დავიბენი და ეტყობა ნომერი შემეშალა. თქვენ... ნამდვილად არ გწყინთ? ალალად მითხარით, არ მოგერიდოთ... არა, ალბათ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გეწყინათ... რაც არ უნდა იყოს... ხმა გაქვთ რაღაც ისეთი აი, გაბუტულივით... აჰა! ყოველთვის ასეთი ხმა გაააქვთ? ნამდვილად? ნუ კარგი, გენაცვალე, რას ვიზამთ, პაკააა... კიდევ ერთხელ მაპატიეთ და არ გეწყინოთ რააა.
_______ ○○○ _______

- არ გამიტრაკეეს, ჭო, ამ მარტის კატებმაა?!. ჩხავიენ და ჩხავიენ გოუჩერებლად! ისე გავმწარდი, ჭო, ამას წინეთ ძაღლი მივუსიე...
- მერე, ჭო? დადღლიზა, ხომ, შენმა მურადიემ კატები!..
დადღლიზა არა!.. ლეკვები არევინს უნდებიენ?
_______ ○○○ _______

- ექიმო, ჩემს ბავშვს გამუდმებით ტრაწი აქვს, სულ ახველებს, ყველაფერზე ალერგია აქვს, ყურში არაფერი ესმის, თვალში ვერ ხედავს, ფეხები დაგრეხილი, ხელები დაჩხლართული... ექიმო, შარვალს რატომ იხდით?!. რას შვრებით, ექიმო! ექიმო!!..
- მაგის მორჩენას, ჩემო კარგო, ახალი ბავშვის გაკეთება სჯობს.
_______ ○○○ _______

გაზეთის სტატიიდან:
„გუშინ თავგლეჯიანების ოჯახში ხუთი გოგო დაიბადა. ხუთი ულამაზესი გოგონას მამა, ბატონი ონისე სიხარულისაგან ჭკუაზე აღარ არის. ექიმები იმედოვნებენ შეუნარჩუნონ სიცოცხლე პატივცემულ ონისეს.“
_______ ○○○ _______

ექიმი შევიდა პალატაში დილის ჩამოვლაზე:
- აბა, არწივებო, როგორა ხართ, ხომ ხართ მაგრად!
- რაღა მაგრად, ბუხუტი ექიმო, მთელი ღამე არ გვძინებია.
- რატომ, კაცო, რატომ! უძილობა გაწუხებთ?
- უძილობა, ბუხუტი ექიმო, თქვენს ტარაკანებს აწუხებს. მთელი ღამე დარბოდნენ კედლებზე.
- აბა, შე კაცო, მაგ ფასად თქვენ რომ იხდით, სტრიპტიზიორებს დაგიქირავებთ კიდევ, იქნება გაერთოთ როგორმე ღამე, გაერთოთ!..
_______ ○○○ _______

- ახალი გინება მოვიგონე: „ცათამბჯენი“.
- მერე, გინება სად არის აქ?
- სამაგიეროდ მრავალსართულიანია და თანაც ბოლოში როგორ ჟღერს...
_______ ○○○ _______

- გამარჯობა, მეზობელო, როგოა საქმეი! ი ბალღი კიდენ ღნავის და ღრიალეებს. მოკლეთ, არ გაძინებთ რა, ღამითა! ის კი არადა, ჩვენთან ამოდის, კაცო, მაგი ტირილი. მარო როგოა, მაროი...
- კაცოუ! მაროი მე ვაარ. მიხა კიდენა ჩემზე ფინთათ გამაიყურება, ქაა!..
_______ ○○○ _______

დირექტორი ბარმენს:
- რამდენი ლუდი დაგვრჩა საწყობში?
- არ ვიცი, პატივცემულო.
- არა, დაახლოებით მაინც.
- გითხარი, უფროსო, არ ვიცი რა!
- მთლად უხეშად მაინც მითხარი, რამდენი იქნება.
- უხეშად არა?! რას გადამეკიდე, შე ჩემის ტრულაილა, მე რა ჩემი სირი ვიცი რამდენი ბოთლია! ჩაგცხო ერთი მაგ გასიებულ გოგრაში! ჩაეთრიე საწყობში და გადათვალე!!!
_______ ○○○ _______

დღეს საკეთებელი ხვალისთვის არ გადადო!.. უმჯობესია ზეგისთვის გადადო - ორ დღეს დაისვენებ.
_______ ○○○ _______

ორი ქუთაისელი მოსეირნობს. ხედავენ, კაცი იხრჩობა მდინარეში.
- არიქა! მიშველეთ რამე!.. თოკი მაინც გადმომიგდეთ ვინმემ!!!
- ხედავ, ბუჯოო?!. მდინარეში დახრჩობა გადეიფიქრა ამ ჩემანალამ და ახლა თოკზე მომინდომა თავის ჩამოხრჩობა!..
_______ ○○○ _______

- ვახტანგიე, მართლა იყავი, ბუჯო, საფრანგეთშიიი?
- კი, სიმონ, ვიყაავი.
- მერე, რავალი იყო სიმოონ?
- ჩევეი, სიმონ, მარსეელში, კრუგომ გემები, სიმონ, გემეები, გემეები... გამოვფრინდი, სიმონ, შარლ დე გოლის აეროპორტიდან, კრუგომ თვითმფრინავები, სიმონ, თვითმფრინავეები, თვითმფრინავეები... გადეირევი პირტაპირ კაცი! ჩამოვფრინდი, სიმონ, ქუთეისში, მივეი სახლში, ტარაკანები კრუგომ ტარაკანები, სიმონ, ტარაკანეები! გადევირიე პირტაპირ!..
_______ ○○○ _______

- მგელიკავ, რაი მაგსვლია, ასე რათ გამხდაარხარ.
- თირკმლის ოპერაციის შემდეგ შვიდ კილოი დავიკელ.
- რას ამბობ ვაჟო! ერთი თირკმელაი შვიდ კილოს როგორ უნდ იწონიდეს!
_______ ○○○ _______

მეგობრების საუბრიდან:
- რა ვქნა აღარ ვიცი, აშკარად მღალატობს ცოლი! რომ მივუსწრებ ვინმესთან, მინდა ავყვირდე ერთი კაცურად და... „დაწყნარდი, ძვირფასო, აგერ ყავა მიირთვი“ დამიწყებს ლაქუცს.
- მერე?!!
- მერე ის, რომ ამდენი ყავის სმა ჯანმრთელობისთვის საშიში ხომ არ იქნება?
_______ ○○○ _______

მიხას უკბინა ძაღლმა. ექიმი ეუბნება:
- მიხავ ცუდი ამბავი უნდა გითხრაი. იმ ძაღლსა, შენ რო გკბინა, ცოფი აღმოაჩდა...
მიხა ეცა ექიმის მაგიდას და ფურცელზე რაღაცას წერს.
- მიხავ, ჰა მიხავ, რასა წერამ ეგრე გამალებითა, ანდერძსაა?
- ანდერძი არა ჩემი ფეხები!.. სიასა ვწეერ ვის უნდა ვუკბინოი!!!
_______ ○○○ _______

ოსი მივიდა ექიმთან:
- ექიმო, სენი წილიმე, პირიდან რაღაც ცუდი სუნი ამამდის, აი!
ექიმმა გასინჯა და ეუბნება:
- შენა ბიჯო, ან ფრჩხილების კვნეტას გაანებე თავი, ან კიდენა ბუასილის ფხანასაა!..
_______ ○○○ _______

- რაია, ბუჯო, შუა ქეიფში რო წამოხტები ხოლმე და მიუჯდები მაგ პიანინოს, რამე მაინც დოუკარი, შე ჩემანალა!
- დასაკრავად კ’არ ვჯდები, შე ჩემანალა, აქანე მე!.. ბუხოიე გამოსირებული დათვრება და თუ დეიწყო ჯაზის დაკვრა, რო იცის ხოლმე ისთე, მერე ნახე შენ...
_______ ○○○ _______

- რა არის, ქალო, ოჯახში სისუფთავე არ უნდა დაიცვა?! წუხელ ღამე პახმელიაზე ავდექი, მოფსმა მინდოდა, მივადექი რაკოვინას და გაურეცხავი ჭურჭელი არ აწყვია შიგ?!!
_______ ○○○ _______

საზოგადოებრივი ტუალეტის მორიგის ვაკანსიაა. ჩაატარა დირექციამ ტესტირება ინგლისურ ენაში, ფსიქოლოგიაში. უამრავი კონკურსანტი ჩაიჭრა. ახლა მიმდინარეობს გასაუბრება სპეციალობაში. ერთ-ერთ კონკურსანტს, სამედიცინოინსტიტუტდამთავრებულ გოგონას დააყარეს შეკითხვები:
„რას გამოხატავს კარზე დახატული ორი წრეხაზი?“
„რისთვის გამოიყენება ტუალეტის ქაღალდი?“
გოგონამ გასცა პაუხები და გამოვიდა გამოცდიდან. შემოეხვივნენ გარს დანარჩენი კონკურსანტები:
- რას ეკითხებიან?
- ერთი შეკითხვა ოფთალმოლოგიიდანაა, მეორე კი ჰიგიენიდან...
_______ ○○○ _______

ტელეატელიეში ხელოსნები საუბრობენ:
- რაფოჯან, შენი სიდედრი როგორ არის.
- რავი, ამასწინათ ხო ხმა არ დაკარგაა, ახლა კიდე იზაბრაჟენიას კარგამს. აღარც მუშტის ჩაბრახუნებამ შველის, არაფერი. ლურჯი ფერი გადაკრამს, აი.
- ვა ბემურაზი, ფერები იქნება დასაყენებელი...
_______ ○○○ _______

ქუთაისელს ეკითხებიან:
- თქვენთან სიკვდილიანობა მაღალია?
- არა, სიმონ, რაის მაღალი!.. ამას წინეთ ახალი სასაფლაო რომ გახსნეს, რამოდენიმე კაცი ვინუჟდენი დავბრიდეთ, ჩემი დედა ვატირე, ვინცხეი რომ დაგვესაფლავებინა.
_______ ○○○ _______

- გამარჯობა, მე თქვენი მეზობელი ვარ, ქვედა სართულზე ვცხოვრობ. თქვენგან წყალი ჩამოდის.
- მერე, რა გინდა?!
- პატივცემულო, ონკანს ხომ არ გადაკეტავდით აბაზანაში?.. თორემ ფეხები დაგისველდებათ, გაცივდებით და... დაწყდებით, თქვენი დედა ვატირე, მე თქვენი!.. და თუ არ მოკვდებით, მე მაინც არ გაცოცხლებთ არცერთს!!!
_______ ○○○ _______

ჭიანჭველას გაეღვიძა ტანკის ქვეშ:
„სიმთვრალეში რას არ მოათრევს კაცი სახლში, ტო!“
_______ ○○○ _______

- ახალი ჟუვაჩკაი „ორბიტი“ სილიოტკითა და რძითა გასინჯეი?.. მაგარი რამეა, ძმაო, კბილებ ხო წმინდავსა და ათეთრებს, ნაწლავებ ისე ასუფთავებს რომა!..
_______ ○○○ _______

სვანები მიდიან სანადიროდ.
- ონისე, ძაღლის წამოყვანა არ დაგავიწყდეს.
წავიდნენ. გადაუფრინა იხვების გუნდმა.
- არიქა, ონისე ესროლე, ესროლე!
- ხომ ხედავ, რომ ვესროლე!..
- კაცო, უფრო მაღლა ააგდე ეგ ძაღლი!
_______ ○○○ _______

მიხო ავიდა ავტობუსში. უნდა, რომ მის წინ მდგომ მგზავრს თხოვოს, მძღოლს მგზავრობის ღირებულება გადააწოდოს. შეხედა:
„კაცოუ, ეს ჩვენებური არ უნდა იყოს, აი! - ფიქრობს მიხო- შინ მიმავალ კაცსა ყვავილები რა ჩემ ფეხებად უნდა. ზნაჩიტ, ქალთან მიდის ვინმესთანა. ქალი კიდენა, ჩვენთანა სუ ორია ცოტა რო შეეხედებოდეს მაინცა. ერთი ჩემი ცოლი მაროა, მეორე კიდენა, ჩემი საყვარელი თამროაა. თამროითან ეგ არ უნდა მიდიოდეს, მიტომა, რომა მე თითონ მივდივარ თამროთანა. მაშ... უხხ მარო! შენი დედა კი ვატირეი! მაგრამა, მაროსა სუ ორი საყვარელი ყაამს, ერთი შაქროი და მეორე კიდენა ზაქროიი. ესა ზაქრუა არ უნდა იყოს, რადგანა, ზაქროი მივლინებაშია და როდის ჩამეეხეტება არავინ არ იცის. აჰა! ზნაჩიტ, შაქროა ეს ვირიშვილი ესა!“
- შაქრო.
- ჰა?!
- ზახრუმაა! გადაეცი ე ბილეთი ფული შოფერსა!..
  • * *
- რა არის, ქალო, ამ კატლეტებს ერთი ზომისას ვერ შეწვავ?
- შენ არ ყვიროდი გუშინ, ამოვიდა ყელში ერთფეროვანი საჭმელებიო?
_______ ○○○ _______

- ილარიონ, ისევ ჭაჭა გამოხადე?
- შენ რა იცი ყაძახო?
- შენმა ინდოურებმა თლათ დუულეწეს ცხვირ-პირი ჩემს ნაგაზს.
_______ ○○○ _______

განცხადება სადარბაზოს კართან:
„ძვირფასო მობინადრეებო!
ხვალიდან თქვენს სახლს შეუწყდება ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მიწოდება. ჩამსხვრეული იქნება შუშები და შელეწილი კარებები. მობინადრეები გამოყვანილი იქნებიან ეზოში და ვინც ბევრს გაატრაკებს, ადგილზე იქნება დახვრეტილი.
პატივისცემით, ადმინისტრაცია. “
_______ ○○○ _______

- მე თუ გავთხოვდი, აუცილებლად გმირს უნდა წავყვე...
- მასთე ქენი დედა! იქნება გმირმა მაინც გოუძლოს შენს ხუშტურებს.
_______ ○○○ _______

კვირა საღამოა. ცოლ- ქმარი სასეირნოდ აპირებს გასვლას. ცოლი სარკის წინ იპრანჭება:
- როგორ გამოვიყურები?
- შენ ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურები, ჩემო სიცოცხლევ! მით უმეტეს, საცაა დაბნელდება!..
_______ ○○○ _______

- მამი, ხომ შემპირდი ხუთიანს რომ მიიღებ, ფულს გაჩუქებო?
- გითხარი!..
- ხოდა აი, გუშინ სამიანი მივიღე, დღეს ორიანი. ესე იგი ხუთი ქულა კი დავაგროვე, მომეცი ახლა ფული.
- კი, ბატონო, ა შენ ერთი ლარი. ა კიდევ მეორე ლარი და გამოდის, რომ თერთმეტი ლარი მოგეცი.
_______ ○○○ _______

ერთი რაბინი ეუბნება მეორეს:
- დღეს სამი წყვილი დავაქორწინე, შვიდმა გულმა გაიხარა.
- თქვენ გინდოდათ გეთქვათ „ექვსმა გულმა გაიხარა“.
- როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი უფასოდ გავაკეთე?
_______ ○○○ _______

მიმდინარეობს ათეიზმის გაკვეთილი. მასწავლებელი:
- ესე იგი ბავშვებო, როგორც აგიხსენით, ღმერთი არ არსებობს. ახლა ამის დასამტკიცებლად, ავწიოთ ხელი და ბითური ვაჩვენოთ.
- ყველამ ასწია ხელი ერთის გარდა. - ბიჭო, შენ რა ყველაფერში უკუღმართად იქცევი! რატომ არ ასწიე ხელი?!
- მასწ, თუ მართლა არ არსებობს ღმერთი როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ, მაშინ ვისღა ვაჩვენო ბითური და თუ არსებობს, მაშინ რა აზრი აქვს ასე უაზროდ ურთიერთდამოკიდებულების გაფუჭებას.
_______ ○○○ _______

რესტორანში კლიენტი ოფიციანტს:
- გვერდით მაგიდასთან რომ სხედან, იმათი კერძი მომეწონა ნამეტანი.
ოფიციანტი ჩურჩულით:
- კი,ბატონო, მე ახლა იმ ხალხს საუბრით შევიქცევ, თქვენ კი როგორმე ააწაპნეთ!
_______ ○○○ _______

ჩინელები შეიჭრნენ ოდესაში. სანაპიროზე მოდის ორი პატრული:
- აბრაშა, ვერ მეტყვი, როდის წაეთრევიან ეს ჩინელები? აღარ შემიძლია ასე თვალებმოპრუწული სიარული!
  • * *
ღამეა. გზაზე მოდის ორი ახლობელი. უცებ, ყაჩაღები დაესხნენ თავს:
- დაყაჭეთ ყველაფერი, თქვენი დედა კი ვატირე მე თქვენი!!!
- მაცადეთ ერთი წუთი, თუ ძმა ხართ, რა! აჰა შენ, ჩემო ძმაო, შენი ვალი რომ მქონდა ათი წელიწადი - ეუბნება ერთი მეორეს.
_______ ○○○ _______

- გათხოვილი ხართ?
- კი, ორჯერ.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ორი პირველი ქმრისგან, ორი მეორე ქმრისგან და ორიც... პირადად ჩემი.
_______ ○○○ _______

- ქალიშვილო, ჩაწერა მინდოდა ექიმთან მიღებაზე.
- კი, ბატონო, მობრძანდით 30 ივლისს.
- როგორ, ახლა იანვარია, ივლისის ბოლომდე ხომ შეიძლება ფეხები გავჭიმო!
- მაგაზე ნუ იდარდებთ, ბატონო ჩემო! ჩვენთან როცა ვინმე არ მოდის, ცოცხალი რიგიდან ვუშვებთ პაციენტს. ასე რომ თქვენი მხრიდან უხერხული სულაც არ იქნება.
_______ ○○○ _______

ცოლ-ქმარი შუა სპექტაკლზე მაყურებელთა დარბაზში ბრუნდება. ქმარი ეკითხება განაპირას მჯდომ ქალს:
- მაპატიეთ, ქალბატონო, ეს თქვენ დაგაბიჯეთ გასვლისას ფეხი არა?
- დიახ და მაგის გარდა კიდევ ...
- ნარგიზა, მოდი, ქალო, ეს ყოფილა ჩვენი რიგი.
_______ ○○○ _______

ექიმი ეკითხება პაციენტს:
- სვავთ?
- მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
- მაინც რა შემთხვევაში?
- როცა დასალევი მაქვს.
_______ ○○○ _______

ორი ტყვია შეხვდა ერთმანეთს:
- საით მიფრინავ?
- ერთი კაი ბიჭის მოსაკლავად, ტო! შენ სადღა მიფრინავ?
- მე ძაღლის მოსაკლავად, სიმონ!
- ვა ჩემი! მე და შენ სულ სხვადასხვა მიზნისთვის გვიცხოვრია, ტო!
_______ ○○○ _______

- ჩემს სიდედრს თუ მაგარი შტუკა არ გავუკეთე!.. წავალ ახლა, გავძარცვავ ბანკს... და რაზეც კი მისი თითების ანაბეჭდია, ყველაფერს
მივყრი-მოვყრი გარშემო.
_______ ○○○ _______

- მიშიკო, რა გინდა რომ გამოხვიდე?
- ექიმი.
- ყოჩაღ!.. მაგრამ, სამედიცინოზე რომ ვერ მოეწყო?
- მაშინ, შუშების მწმენდავი.
- რატომ ასეთი რადიკალური...
- ძალიან მიყვარს შიშველი ქალების ყურება.




Enter the code shown on the image
Your name
E-mail
(visible only to owner of site)
WWW

Subject

In the text you can use Wiki or HTML tags.



Who is active on the site?
Anonymous: 6 Registered: 0 (?)
Abuse | Hosted by MyLivePage | | © Kolobok smiles, Aiwan